გურამ დოჩანაშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1939
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულებით. 1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია.
შრომები:
- ათასი წვრილმანი [მოთხრობა]. თბ., “ნაკადული”, 1972
- არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც. პირველი გამოცემა. თბ.,”საარი”, 2009
- ბაქანი: მოთხრობები. თბ., “მერანი”, 1988
- განსმდგომი შუაკაცი [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”. 1983
- გივიზე [მოთხრობა]. რედ. ნ. მგალობლიშვილი. თბ., “აისი”. 2005
- იქამდე [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”, 1991
- მთის გადაღმა [მოთხრობები]. თბ., “ლიტ. და ხელოვნება”, 1966
- მოთხრობები. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1987
- მხიარული ბორცვი. [მოთხრობები]. თბ., “ნაკადული”, 1971
- ორი მოთხრობა. თბ., “მერანი”, 1984
- სამოსელი პირველი. / რედ. - ნ. ელიზბარაშვილი. მხატვ. - რ. რურუა. თბ., “მერიდიანი”, 2011
- სამოსელი პირველი. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1990
- სამოსელი პირველი. მეორე გამოცემა. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1982
- სამოსელი პირველი. რომანი. თბ., “მერანი”, 1980
- საქმე [მოთხრობები]. თბ., “მერანი”, 1974